ინსტიტუტი ტექინფორმი საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური მრავალდარგოვანი და დარგთაშორისი საინფორმაციო ცენტრია. ტექინფორმის მიზანია სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის მოძიება, შეკრება, კლასიფიცირება, ანალიზი და სინთეზი, შენახვა და გავრცელება სათანადო დარგის სამეცნიერო- კვლევითი, ტექნოლოგიური და პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით.

