ემოციების კულტურული სპეციფიკის ლექსიკური გამოვლინებები (რუსული ენის, როგორც უცხოური ენის კონტექსტში).

ავტორები

  • ე. ფატიუშინა ავტორი
  • ვ. პოპოვა ავტორი

ანოტაცია

1.6.2.1.8. ემოციების კულტურული სპეციფიკის ლექსიკური გამოვლინებები (რუსული ენის, როგორც უცხოური ენის კონტექსტში). /ე. ფატიუშინა, ვ. პოპოვა/. WEST-EAST. –2019. – ტ. 2. – #1. – გვ.147-151. – რუს.; რეზ.: ინგლ., რუს., ქართ. DOI: https://doi.org/10.33739/2587-5434-2019-2-147-151

კვლევის მიზანია ენის ლექსიკაში ემოციების კულტურული სპეციფიკის გამოვლინებებისა და გამოყენების აღწერა, ასევე ამ სპეციფიკის გამოყენება მეორე ენობრივი პიროვნების ჩამოყალიბების მიზნით უცხოური ენის სწავლების პროცესში. სტატიაში გამოყენებულია შემდეგი მეთოდები: შედარებითი, კონტექსტუალური ანალიზი, ქეის-სტადი, ანკეტირება. ლექსიკური გზით ემოციების კულტურული სპეციფიკა მრავალნაირად გამოიხატება: ამ ემოციების დეტალიზაცია, რომელიც სინონიმების სიმრავლეშია ასახული, ანდა დამატებითი ლექსიკური ერთეულების შემოყვანით; სხვადასხვა ენის ემოციური ლექსიკა განსხვავდება პოტენციური სემებისა და მათ მიერ გამოწვეული სიტყვახმარების ასპექტში. უცხოური ენის სწავლების პროცესში გასათვალისწინებელია სინონიმთა რიგის დეტალური ანალიზი, სიტყვახმარება და სიტყვის კომბინატორული თვისებები, ასევე კონოტაცია. ლიტ. 15.

ავტ.

👁

სტატისტიკური ჩანაწერი:

მოცემული გვერდის ვიზიტორთა რაოდენობა: 4

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

დამატებითი ფაილები

გამოქვეყნებული

2025-10-30