ჟურნალის შესახებ

რეფერატული ჟურნალი ასახავს საქართველოს სამეცნიერო პუბლიკაციებს ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში. მასში მოცემულია სამეცნიერო სტატიების, მონოგრაფიების, დისერტაციების, ჩატარებული კონფერენციების მოხსენებების რეფერატები ისტორიისა და არქეოლოგიის, ენისა და ლიტერატურის, ფილოსოფიის, რელიგიის, ხელოვნების დარგებში.

ქვეყნის სამეცნიერო-ტექნიკური სფეროს პუბლიკაციების რეფერატული ჟურნალი გამოიცემა 2000 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ ტექინფორმის მიერ. მის ბაზაზე შექმნილია ქართულ-ინგლისურენოვანი მონაცემთა ბაზა „საქართველოს სამეცნიერო პუბლიკაციები“, რომელიც თავისუფალი წვდომის რეჟიმში განთავსებულია ინტერნეტში. აღნიშნული ბაზის შევსება ჰუმანიტარული მეცნიერებების პუბლიკაციებით დაგვიანებული, მაგრამ უდავოდ საშური საქმეა.

ჰუმანიტარული მეცნიერებების ქართული რეფერატული ჟურნალი ორენოვანია, გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენებზე. რეფერატები სისტემატიზებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სამეცნიერო კვლევების კლასიფიკატორის მიხედვით. ჟურნალს თანდართული აქვს ავტორთა და თემატური საძიებლები.

ახალი რეფერატული ჟურნალი გააფართოებს საქართველოს მეცნიერთა პუბლიკაციების გავრცელების არეალს და ხელს შეუწყობს კვლევებში მონაწილე პარტნიორების მოძიებას.

OECD-კლასიფიკატორი

ტექინფორმის ბაზაში რეფერირებული  ჰუმანიტარული მიმართულების ჟურნალები

მიმდინარე გამოცემა

No. 1 (2021)
გამოქვეყნებული: 2025-10-30

სრული გამოცემა

6.1 ისტორია და არქეოლოგია (2021)

6.2. ენა და ლიტერატურა

ყველა გამოცემის ნახვა