ქალკოლითური დასახლება ბრინჯაოს მღვიმეში, ცუცხვათის მღვიმოვანი, საქართვე-ლო, იმერეთი.

ავტორები

  • ნ. ცქვიტინიძე ავტორი
  • ნ. წიქარიძე ავტორი
  • ე. ყვავაძე ავტორი
  • დ. ლორთქიფანიძე ავტორი

ანოტაცია

1.6.1.2.3. ქალკოლითური დასახლება ბრინჯაოს მღვიმეში, ცუცხვათის მღვიმოვანი, საქართვე-ლო, იმერეთი. /ნ. ცქვიტინიძე, ნ. წიქარიძე, ე. ყვავაძე, დ. ლორთქიფანიძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2020. – ტ. 14. – #2. – გვ. 127-131. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

წარმოდგენილია ცუცხვათის მღვიმოვანში, კერძოდ, ბრინჯაოს მღვიმეში ახლადაღმოჩენილი ქალკოლითური მასალის კვლევის შედეგები. დასავლეთ საქართველოს ქალკოლითური ძეგლების სიმწირე ბრინჯაოს მღვიმეში აღმოჩენილი მასალის მნიშვნელობას ზრდის და სიახლეს წარმოადგენს. საქართველოს ქალკოლითური კულტურა ძალზე თავისებურია. მას ბევრი საერთო აქვს როგორც წინამორბედ ნეოლითურ, ასევე მომდევნო ადრებრინჯაოს კულ-ტურებთან. ნეოლითთან სიახლოვის მიუხედავად, ქალკოლითში უკვე ჩნდება ამ კულტურისგან  განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც ქვის ინდუსტრიის და კერამიკის თავისებურებებში გამოიხატება: ქვის დასამუშავებლად ძირითადად წნევით ატკეცვის ტექნიკა გამოიყენება, ხოლო კერამიკა კარგავს დეკორატიულ ელემენტებს და უფრო ფუნქციურ დატვირთვას იძენს. სპილენძის იარაღებისა და ტიგელების აღმოჩენა ცივად ჭედვისა და მეტალურგიის ჩასახვაზე მიგვანიშნებს. წინათ მიიჩნევდნენ, რომ ბრინჯაოს მღვიმის ზედა ფენები მხოლოდ ადრე ბრინჯაოს ხანას განეკუთვნებოდა, თუმცა მოპოვებული მასალის შედარებით-ტიპოლოგიური ანალიზის საფუძველზე, ბრინჯაოს მღვიმე ქალკოლითის ეპოქაშიც დასახლებული ჩანს, იმ დროს ბრინჯაოს მღვიმე მუდმივ ან დროებით საცხოვრებლად უნდა ყოფილიყო გამოყენებუ-ლი. ეს აღმოჩენა გვაძლევს მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამდიდრებს დასავლეთ საქართველოს ქალკოლითის მწირ კოლექციებს. ძეგლისთვის სიახლეს წარმოადგენს და ბოლოს ეს კვლევა მნიშვნელოვანია ძეგლის ფორმირების ჰოლისტური გააზრებისთვის. სურ. 4, ლიტ. 14.

ავტ.

👁

სტატისტიკური ჩანაწერი:

მოცემული გვერდის ვიზიტორთა რაოდენობა: 6

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

დამატებითი ფაილები

გამოქვეყნებული

2025-10-30