არქეოლოგია უძველეს ქართულ ოქრომჭედლობაში გამოყენებული ზოგიერთი ტექნოლოგიური ხერხი და ინსტრუმენტი.

ავტორები

  • ე. მაღრაძე ავტორი

ანოტაცია

1.6.1.2.2. არქეოლოგია უძველეს ქართულ ოქრომჭედლობაში გამოყენებული ზოგიერთი ტექნოლოგიური ხერხი და ინსტრუმენტი. /ე. მაღრაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მოამბე. – 2020. – ტ. 14. – #2. – გვ. 122-126. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ნაშრომში შესწავლილ-იდენტიფიცირებულია უძველეს ქართულ საოქრომჭედლო სახელოსნო-ებში გამოყენებული ზოგიერთი ტექნოლოგიური ხერხი და ხელსაწყო-ინსტრუმენტი. საიუვე-ლირო ხასიათის ძველ წერილობით წყაროებში მოცემულ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომლებიც შეეხებოდა ძვირფასი ლითონის დამუშავებასა და მსოფლიოს საიუველირო პრაქტი-კაში გამოყენებულ საჭირო სპეციფიკურ ინსტრუმენტებს. ამ წყაროებში მოცემული თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის შესწავლის, ასევე ჩატარებული ცდა-ექსპერიმენტების შედეგად დადასტურდა, რომ ანალოგიური ხერხებითა და ტექნიკური ხელსაწყოებითაა შექმნილი ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისის არტეფაქტი - მოგავარსებული აპლიკაციებით დამშვენებული ე.წ. თრიალეთის ოქროს თასი. აღნიშნული ძეგლი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის საგანძურის ფონდშია დაცული. სურ. 6, ლიტ. 6.

ავტ.

👁

სტატისტიკური ჩანაწერი:

მოცემული გვერდის ვიზიტორთა რაოდენობა: 4

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

დამატებითი ფაილები

გამოქვეყნებული

2025-10-30