ანტეფიქსის წარწერა წმიდა გიორგის მოხსენიებით ჩითახევის ეკლესიიდან და კვირიკეწმიდის მონასტერი, საქართველო

ავტორები

  • თ. გოგოლაძე ავტორი

ანოტაცია

1.6.1.1.3. ანტეფიქსის წარწერა წმიდა გიორგის მოხსენიებით ჩითახევის ეკლესიიდან და კვირიკეწმიდის მონასტერი, საქართველო. /თ. გოგოლაძე/. საქართველოს მეცნიერებათა ეროვ—ნული აკადემიის მოამბე. – 2019. – ტ. 13. – #1. – გვ. 182-187. – ინგლ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებული მისი ერთ-ერთი მოწაფის, ქრისტეფორეს მიერ დაარსებული კვირიკეწმიდის ლოკალიზაციის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდა. ქართული ნარატიული წყაროების მონაცემების გათვალისწინებით მეცნიერთა ერთი ნაწილი მას სოფელ საყუნეთთან მდებარე ნასოფლარ კვირიკესთან აიგივებს, მეორე ნაწილი ჩითახევის ცნობილ ეკლესიასთან, მესამე ნაწილი სოფელ ახალდაბის ახლოს მდებარე ფოთოლეთის ეკლესიასთან, ხოლო მეოთხე ნაწილი სოფელ ქვაბისხევის პირდაპირ მდებარე კვირიკეწმიდის სახელით ცნობილ სამონასტრო კომპლექსთან. ჩვენ ჩითახევის ანტეფიქსის წარწერისა და ფოთოლეთის ეკლესიის ნაკაწრის წარწერების შესწავლის შედეგად გამოვრიცხეთ ჩითახევისა და ფოთოლეთის ეკლესიების გაიგივება გრიგოლ ხანძთელის მოწაფის, ქრისტეფორეს მიერ დაარსებულ კვირიკეწმიდასთან. გარდა ამისა, მხედველობაში მივიღეთ ქართული ნარატიული წყაროების მონაცემები კვირიკეწმიდის სამონასტრო კომპლექსის შესახებ. წყაროებისა და ეპიგრაფიკული მასალის ურთიერთშეჯერების შედეგად გადავჭერით „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსნიებული კვირიკეწმიდის ლოკალიზაციის საკითხი და მას მყარი არგუმენტების საფუძველზე ქვაბისხევის პირდაპირ მდებარე „კვირიკეწმიდის“ სახელით ცნობილ სამონასტრო კომპლექსთან ვაიგივებთ. აქედან გამომდინარე, სამონასტრო კომპლექსის აგების ქრონოლოგიას IX საუკუნის 40-იანი წლებით განვსაზღვრავთ. სურ. 1, ლიტ. 15.

                                                                                              ავტ.

👁

სტატისტიკური ჩანაწერი:

მოცემული გვერდის ვიზიტორთა რაოდენობა: 7

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

დამატებითი ფაილები

გამოქვეყნებული

2025-10-30