The Issue of Qualification of Evidential-Epistemic Screeves in Megrelian
ანოტაცია
1.6.2.1.9. ევიდენციალურ-ეპისტემიკური მწკრივების კვალიფიკაციის საკითხი მეგრულში. /მ. ლომია/. ენა და კულტურა. – 2020. – #23. – გვ. 51-57. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ. ნაშრომში განხილულია ეპისტემიკურ-ევიდენციალური შინაარსის მწკრივების კვალიფიკაციის საკითხი მეგრულში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზმნური ფორმები ქართულ საენათმეცნიერო ლიტერატურაში შენიშნული, გამოყოფილი და აღწერილი იყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულიდან, თუმცა მათ სხვაგვარი კვალიფიკაცია ჰქონდათ. როცა ევიდენციალურეპისტემიკური ფორმების ორგანულ (მორფოლოგიურ) წარმოებაზეა საუბარი, იგულისხმება საუღლებელი ზმნითა (აწმყოს კავშირებითის ან პირობითი I-ის მწკრივებით) და დამხმარე საშუალებით (იÏი/იÏუაფუ „იქნება“, იÏიდუ/იÏუაფუდუ „იქნებოდა“) გადმოცემული რთული ფორმები. ამ ფორმათა გამოყოფის ისტორია თავიდან მჭიდროდ დაუკავშირდა მყოფადის წარმოებას და ორივე ტიპის ფორმებს ეწოდა: მყოფადუსრული: ჭარუნდას იÏი/იÏუაფუ „წერდეს იქნება“; ჭარუნდუკო ი&იდუ/ი&უაფუდუ „წერდეს იქნებოდა“. შემდგომ ეს და ამ ტიპის ფორმები გაიყო და ეწოდათ: მყოფადუსრული: ჭარუნდას იÏი/იÏუაფუ „წერდეს იქნება“ და პირობითუსრული: ჭარუნდუკო იÏიდუ/იÏუაფუდუ „წერდეს იქნებოდა“. მოგვიანებით, აწმყოს კავშირებითითა და დამხმარე საშუალებით ნაწარმოებ ფორმებს ეწოდა: აწმყო უსრულის კავშირებითი. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს ცალკეული ავტორების მიერ (ზ. ჭუმბურიძე, ი. ქობალავა, ქ. მარგიანი), გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებამ და ამ ფორმათა ევიდენციალური კუთხით შეფასებამ შესაძლებელი გახდა მათი ევიდენციალურ-ეპისტემიკურ მწკრივებად კვალიფიკაცია. კერძოდ, სათანადო მეთოდოლოგიური მიდგომით გამოიკვეთა, რომ: 1. მეგრულში დასტურდება ორი ევიდენციალურ-ეპისტემიკური მწკრივი: ევიდენციალურ-ეპისტემიკური აწმყო და ევიდენციალურ-ეპისტემიკური იმპერფექტი I. 2. ევიდენციალურ-ეპისტემიკური აწმყო გადმოიცემა აწმყოს კავშირებითის მწკრივისა და იÏი/იÏუაფუ „იქნება“ ნაწილაკის საშუალებით. 3. ევიდენციალურ-ეპისტემიკური იმპერფექტი I გადმოიცემა პირობითი I-ის მწკრივისა და იÏიდუ/იÏუაფუდუ „იქნებოდა“ ნაწილაკის საშუალებით. 4. ევიდენციალურ-ეპისტემიკურ მწკრივთა რთული ფორმები გამოხატავენ საეჭვო-სავარაუდო მოქმედებას აწმყოსა და წარსულში და ამით უპირისპირდებიან ნეიტრალური აწმყოსა და უწყვეტლის მწკრივებით გადმოცემულ მოქმედებას. 5. მეგრულში დადასტურებული ევიდენციალურ-ეპისტემიკურ მწკრივთა რთული ფორმები ქართულად გადმოიცემა აწმყოს ან უწყვეტლის ზმნური ფორმებითა და „ალბათ“ ნაწილაკით. 6. მიუხედავად იმისა, რომ ევიდენციალურეპისტემიკური მწკრივები ორი ნაწილისგან შედგება და რთული სტრუქტურისაა, აზრობრივად ერთიანია და მათი ადგილი მწკრივთა სისტემაშია. ლიტ. 8.
ავტ.
სტატისტიკური ჩანაწერი:
##plugins.themes.default.displayStats.downloads##
დამატებითი ფაილები
გამოქვეყნებული
გამოცემა
სექცია
კატეგორიები
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2021 ყველა უფლება ეკუთვნით ავტორებს. ქართული რეფერატული ჟურნალი ჰუმანიტარული მეცნიერებებში იტოვებს მეორეული გამოქვეყნების უფლებას ტექინფორმის აბსტრაქტების ბაზაში აბსტრაქტის ინდექსირების მიზნით.

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .

