ქართული ჟესტური ენის ზმნის პირიანობა.

ავტორები

  • თ. მახარობლიძე ავტორი

ანოტაცია

1.6.2.1.2. ქართული ჟესტური ენის ზმნის პირიანობა. /თ. მახარობლიძე/. ენა და კულტურა. – 2019. – #22. – გვ. 31-40. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ.

ქართულ ჟესტურ ენაში, ისევე როგორც სხვა ჟესტურ და სამეტყველო ენებში, ზმნას შეიძლება ჰქონდეს სუბიექტი და ობიექტები. როგორც ცნობილია, ჟესტური ენები მრავალპირიანი ზმნების მქონე ენებია, თუმცა თავად პირიანობისა და ვალენტობის ცნებათა გაგება ამ ენებში განსხვავებულია სამეტყველო ენების შესაბამისი კატეგორიებისაგან. პოლიპერსონალურია (ანუ ინკორპორირებულია) ზმნის ფორმა, რომელსაც შეუძლია კინეტიკურად ასახოს ობიექტისკენ მიმართული ან ორიენტირებული დინამიკა. ჟესტურ ენებში ვალენტობა უტოლდება პირიანობის ცნებას, სამეტყველო ენებში კი ეს ცნებები განსხვავებულია. პირიანობა ჟესტურ  ენებში გაგებულია, როგორც ობიექტისკენ ორიენტირებული კინეტიკური ვექტორი. ზოგადად, ჟესტური ენები, როგორც სივრცითი განზომილების ვიზუალური ენები, პირიანობისა და ვალენტობის ცნებებს სივრცით ვექტორულ დინამიკას უკავშირებენ. ჟესტური ენების ვალენტობის ანალიზისას ამოსავალი არ არის ზმნის ლექსიკურ-სემანტიკური არსი, სამეტყველო ენების სათანადო ლოგიკური ანალიზისგან განსხვავებით. ეს მოცემულობა აუცილებლად გასათვალისწინებელია ფართო ტიპოლოგიური თვალსაზრისით, რადგანაც ასეთ მიდგომას უდიდესი ცვლილებები შეაქვს ვალენტობისა და პირიანობის ტიპოლოგიურ ანალიზში. ლიტ. 33.

ავტ.

👁

სტატისტიკური ჩანაწერი:

მოცემული გვერდის ვიზიტორთა რაოდენობა: 8

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

დამატებითი ფაილები

გამოქვეყნებული

2025-10-30