ადამიანის გავრცელება კავკასიაში უკანასკნელი გამყინვარების უცივეს და უმშრალეს პერიოდში.

ავტორები

  • ა. გავაშელიშვილი ავტორი

ანოტაცია

1.6.1.2.11. ადამიანის გავრცელება კავკასიაში უკანასკნელი გამყინვარების უცივეს და უმშრალეს პერიოდში. /ა. გავაშელიშვილი/. სამხრეთ კავკასია – არქეოლოგიური კონტექსტი. – 2020. – #1. – გვ. 117-132. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

მას შემდეგ, რაც ანატომიურად თანამედროვე ადამიანი წარმოიშვა, მემკვიდრეობით კლონურად გადაცემულ დნმ-ში (მაგალითად, Y-ქრომოსომა და მიტოქონდრიული დნმ) დაგროვდა გენეტიკური მრავალფეროვნება, რითიც დგინდება ადამიანის წარმოშობისა და ევოლუციის გზები. სტატიაში მოცემულ კვლევაში გამოყენებულია Y-ქრომოსომული შტოები (ანუ მამური შტოები), რომლებიც წარმოიშვა უკანასკნელი გამყინვარების დროს. საკვლევი ჰიპოთეზის თანახმად გეოლოგიურ წარსულში უმთავრესი მოვლენა, რომელსაც შეეძლო გამოეწვია გენეტიკური განსხვავებები ადამიანთა პოპულაციების ერთმანეთისგან რეპროდუქტიულად დაშორებით (ე.ი. იზოლაციით), იყო გამყინვარების პერიოდის ტემპერატურული მინიმუმების თანმიმდევრობა. ავტორის ჰიპოთეზა მოტივირებული იყო იმით, რომ ტემპერატურულ მინიმუმთა თარიღები თითქმის ემთხვეოდა მამური შტოების წარმოშობის სხვა მკვლევარების მიერ ნავარაუდევ პერიოდებს. შესაბამისად, ამ მინიმუმების დროს ბიომების გავრცელებას უნდა მოეხდინა გავლენა მამური შტოების წარმოქმნასა და გავრცელებაზე. სურ. 1, ცხრ. 6, ლიტ. 1.

ავტ.

👁

სტატისტიკური ჩანაწერი:

მოცემული გვერდის ვიზიტორთა რაოდენობა: 6

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

დამატებითი ფაილები

გამოქვეყნებული

2025-10-30