სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილი ხელოვნურად დეფორმირებული ადრეული შუა საუკუნეების თავის ქალების წარმომავლობა და ისტორიული მნიშვნელობა. /

ავტორები

  • ნ. თავართქილაძე ავტორი

ანოტაცია

1.6.1.2.10. სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილი ხელოვნურად დეფორმირებული ადრეული შუა საუკუნეების თავის ქალების წარმომავლობა და ისტორიული მნიშვნელობა. /ნ. თავარ-თქილაძე/. სამხრეთ კავკასია – არქეოლოგიური კონტექსტი. – 2020. – #1. – გვ. 94-116. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნაშროში „სამთავროს სამაროვანზე აღმოჩენილი ხელოვნურად დეფორმირებული თავის ქალების წარმომავლობა და ისტორიული მნიშვნელობა“ შესწავლილია სამთავროს სამაროვანზე ადრეული შუა საუკუნეების დღემდე მოპოვებული ნორმალური და ხელოვნურად დეფორმი-რებული თავის ქალები, რომლებიც დაცულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიაში. თავის ქალების გარდა გამოყენებულია ამავე ინსტიტუციაში დაცული კრანიოლოგიური კატალოგი და ყოველი თავის ქალას ინდივიდუალური ბლანკი. ნაშრომი, ასევე ეყრდნობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არსებული დავთრების ინფორმაციას, რომელთა საფუძველზე მოპოვებულია ცნობები სამთავროს სამაროვნის ადრეული შუა საუკუნეების სამარხების ტიპების, დაკრძალვის წესისა და არტეფაქტების შესახებ. ნაშრომში განხილულია თავის ქალას დეფორმაციის ტიპები, დაკრძალულთა სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, ფიზიოლოგიური სტრესის მარკერები და ანომალიების სიხშირე ამ პერიოდის მოსახლეობაში. ასევე განსაზღვრულია ინვენტარის გადანაწილება დეფორმანტთა და არადეფორმანტთა შორის იმის დასადგენად იყვნენ თუ არა დეფორმანტები ელიტარული ფენის წარმომადგენლები. შედგენილია ცხრილები სამთავროს სამაროვანზე მოპოვებული დეფორმირებული და არადეფორმირებული თავის ქალების სქესისა და ასაკის განაწილების მიხედვით, რაც ნათელ სურათს იძლევა დეფორმანტთა და არადეფორმანტთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას-თან დაკავშირებით. დეფორმაციის მიზეზის დასადგენად განხილულია ისტორიული წყაროები და საბოლოდ შეჯამებულია მიზეზები, თუ რატომ მიმართავდა თავის ქალას ხელოვნურად დეფორმაციის პრაქტიკას მცხეთის მოსახლეობა. სურ. 7, ცხრ. 7, ლიტ. 28.

ავტ.

👁

სტატისტიკური ჩანაწერი:

მოცემული გვერდის ვიზიტორთა რაოდენობა: 3

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

დამატებითი ფაილები

გამოქვეყნებული

2025-10-30