პიტიახშები ანტიკური ხანის იბერიაში

ავტორები

  • ზ. ბრაგვაძე ავტორი

ანოტაცია

1.6.1.2.9. პიტიახშები ანტიკური ხანის იბერიაში. /ზ. ბრაგვაძე/. სამხრეთ კავკასია – არქეოლოგი-ური კონტექსტი. – 2020. – #1. – გვ. 80-93. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

1902 წელს, სოფელ ბორში ნაპოვნი არქეოლოგიური არტეფაქტები ინახება სანკტ-პეტერბურგის „ერმიტაჟში“. მასალებს შორის განსაკუთრებით საინტერესოა ვერცხლის თასი არამეული წარწერით: „კეთილი პიტიახშ ბუზმიჰრი“. ამ წარწერით ცნობილი გახდა, რომ რომაული ეპოქის იბერიის სამეფოში არსებობდა პიტიახშის ინსტიტუტი. რა თქმა უნდა, საინტერესოა, არის თუ არა პიტიახშის საძვალე ის სამარხი, რომელშიც აღმოჩნდა აღნიშნული ნივთი. საქმე ის არის, რომ ბორში არ გვხვდება სარკოფაგები და აკლდამები, მხოლოდ ორმოსამარხებია, რაც ჩემი აზრით, გამორიცხავს აქ პიტიახშის განსასვენებლის არსებობას და ის მდიდრული ინვენტარიც, რომელიც აღმოჩენილია წარწერიან თასთან ერთად, პიტიახშის საკუთრება არ არის. უფრო სარწმუნოა, რომ ეს თასი პიტიახშ ბუზმიჰრის ნაჩუქარია. რომაული ხანის იბერიის სამეფოში მსგავსი შემთხვევა არაერთია ცნობილი. კონკრეტულად სად არის ბუზმიჰრ პიტიახშის სამარხი? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ არ არის ცნობილი. სტატიაში სხვა საკითხებთან ერთად განხილულია არმაზისხევის სამაროვნის პიტიახშების ქრონოლოგიური რიგი და გამოთქმულია ვარაუდი, რომ პიტიახშები დაკრძალული არიან მხოლოდ ნომერ 1, 2 და 3 სამარხებში. ასევე მოცემულია პიტიახშის სამარხებისა და არმაზისხევის ნაგებობების ურთიერთმიმართების საკითხი და გამოთქმულია მოსაზრება, რომ შენობები სამარხებზე ადრეულია. I საუკუნის 70-იან წლებში (არა უგვიანეს ქ.შ. 75 წ.) საცხოვრებელი განადგურდა მიწისძვრის შედეგად და მას აქეთ ეს ტერიტორია გამოიყენებოდა არმაზისხევის პიტიახშებისა და მათი ოჯახის წევრების სასაფლაოდ. ლიტ. 43.

ავტ.

👁

სტატისტიკური ჩანაწერი:

მოცემული გვერდის ვიზიტორთა რაოდენობა: 6

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

დამატებითი ფაილები

გამოქვეყნებული

2025-10-30