ახალი აღმოჩენები ორთვალა კლდეში, პალეოლითის ახლებური ხედვა და კვლევის ახალი ამოცანები.

ავტორები

  • ნ. თუშაბრამიშვილი ავტორი

ანოტაცია

1.6.1.2.7. ახალი აღმოჩენები ორთვალა კლდეში, პალეოლითის ახლებური ხედვა და კვლევის ახალი ამოცანები. /ნ. თუშაბრამიშვილი/. სამხრეთ კავკასია – არქეოლოგიური კონტექსტი. – 2020. – #1. – გვ. 43-71. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ჯერ კიდევ 1994 წელს გამოითქვა მოსაზრება მასზე, რომ საქართველოში არსებობდა შუა პალეოლითიდან ზედა პალეოლითზე გარდამავალი პერიოდი, რომ შესაძლოა თანამედროვე და ნეანდარტალელი ადამიანები თანაცხოვრობდნენ, თანაარსებობდნენ. 2018 წლის მიწურულს საზღვარგარეთ ჩატარებულმა ახალმა ლაბორატორიულმა კვლევებმა ფაქტიურად დაადასტურა განსაზღვრული ეპოქები, მიახლოებითი თარიღები და თანაარსებობის თეორიული ვარაუდი. ანუ, დღეს უკვე მულტიდისციპლინური კვლევების შედეგად საფუძვლიანად სავარაუდოა, რომ შუა პალეოლითური ინდუსტრია შესაძლოა, ეკუთვნოდეს ნეანდერტალელებსაც და ჰომო საპიენსებსაც. მოცემული დეფინიცია შეცვლის მსოფლიო პრეისტორიკოსების დამოკიდებუ-ლებას შუა პალეოლითის ინდუსტრიებისადმი. აუცილებელია საქართველოს პალეოგარემოს გარკვეული საკითხების ხელახალი შესწავლა, მით უმეტეს, რომ ორთვალა კლდეში სულ ახლახან აღმოჩნდა პლეისტოცენის ეპოქის მაკაკას ნაშთი. სტატიაში, აგრეთვე, მოცემულია კვლევის შედეგები, რომლებიც ადასტურებს ორი პოპულაციის - ნეანდერტალელებისა და თანამედროვე ადამიანების თანაცხოვრებას ორთვალა კლდეში. სურ. 20, ცხრ. 11, ლიტ. 56.

ავტ.

👁

სტატისტიკური ჩანაწერი:

მოცემული გვერდის ვიზიტორთა რაოდენობა: 4

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

დამატებითი ფაილები

გამოქვეყნებული

2025-10-30