სელის კულტურის გეოპოლიტიკური კონტექსტი ძველ კოლხეთში.

ავტორები

  • დ. ლომიტაშვილი ავტორი

ანოტაცია

1.6.1.2.6. სელის კულტურის გეოპოლიტიკური კონტექსტი ძველ კოლხეთში. /დ. ლომიტა-შვილი/. სამხრეთ კავკასია – არქეოლოგიური კონტექსტი. – 2020. – #1. – გვ. 13-26. – ქართ.; რეზ.: ქართ., ინგლ., რუს.

ნოქალაქევის ექსპედიციის მონაპოვარმა, საგულისხმო მასალა მოგვცა კოლხეთში სელის წარმოების განვითარებასთან დაკავშირებით. ნოქალაქევის ნაქალაქარის ქვედა ტერასის ცენტრალურ და აღმოსავლეთ მონაკვეთებზე (სადაც ქ.წ. VIII-I სს. დათარიღებული არქეოლო-გიური ძეგლების განსაკუთრებული კონცენტრაცია შეინიშნება), უამრავ სხვადასხვა ფორმისა და მასალის კვირისტავთან ერთად, ვერტიკალური საქსოვი დაზგის თიხის პირამიდული საწაფები გამოვლინდა. კოლხეთში არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული და მოცემულ სტატიაში ჩამოთვლილი ნიმუშები, დაწყებული ქ.წ. II ათასწლეულიდან, ელინისტური ხანის ჩათვლით, მხარს უჭერს, ე.წ. ვერტიკალური საქსოვი დაზგების გავრცელება-გამოყენების თეორიას. ჩვენ ვემხრობით იმ მოსაზრებას, რომ კოლხეთში, სხვადასხვა პერიოდის ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკული პირამიდული საწაფები, ნამდვილად ვერტიკალური საქსოვი დაზგების საკიდრებია. არქეოლოგიური მონაცემები დროის თვალსაზრისით უპირატესობას ვერტიკალურ საქსოვ დაზგებს ანიჭებს. რაც შეეხება ჰორიზონტალურ საქსოვ დაზგას, ის ცხადია, გარკვეული დროიდან ვერტიკალურ დაზგასთან თანაარსებობს. ნოქალაქევის ნაქალა-ქარზე გამოვლენილი მონაპოვარი შეიძლება ჩაითვალოს კიდევ ერთ მტკიცებულებად ჰიპოთე-ზისა, რომ ქართული საქსოვი დაზგები, რომლებიც სიღრმისეული თვითმყოფადობით ხასიათ-დება, ისტორიულად ვითარდებოდა და უმჯობესდებოდა; მათი განვითარების პროცესები არ მიმდინარეობდა იზოლაციის პირობებში. ისინი თავიანთი საწყისი ფორმებით ძველი ხალხების კულტურულ მონაპოვართა წრეში ექცევა. ლიტ. 39.

ავტ.

👁

სტატისტიკური ჩანაწერი:

მოცემული გვერდის ვიზიტორთა რაოდენობა: 4

##plugins.themes.default.displayStats.downloads##

##plugins.themes.default.displayStats.noStats##

დამატებითი ფაილები

გამოქვეყნებული

2025-10-30